ცნობები მზის შესახებ





მზემზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები -პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % [3]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან,აზოტისგან, გოგირდისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[4]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.წყარო

No comments:

Post a Comment